აფეთქება მოხდა გორში. ცხინვალის გზატკეცილზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 66 წლის მამაკაცი დაშავდა.
მამაკაცი სხეულის სხვადასხვა დამწვრობით ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ''პრაიმტაიმს'' განუცხადეს, რომ აფეთქება ძლიერი იყო, ჩამსხვრეულია გვერდით მდებარე სახლების მინებიც.
არსებული ინფორმაციით ბუნებრივი აირის აფეთქება გაზქურაში დაგროვილმა გაზმა გამოიწვია.