„დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ დრომდე იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში რჩება 6 ბავშვი. მათ შესაბამისი სამედიცინო სერვისები ადგილზე მიეწოდებათ.
„ექიმის განცხადებით, არც ერთი მათგანის მდგომარეობა არ არის მძიმე. 2 პაციენტი გადის მკურნალობას ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში. შუახნის ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ. აფეთქება დიდ დიღომში 16 იანვრის საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 8 პირმა, მათ შორის 6 ბავშვია", - ნათქვამია განცხადებაში.