logo_geo
eng_logo
ზაზა ფაჩულიას აკადემია დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიით დაზარალებულებს დახმარებას სთავაზობს
- +

17 იანვარი. 2019. 03:23

 

 

ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემია დიდ დიღომში მომხდარი აფეთქებით დაზარალებულ პირებს დახმარებას სთავაზობს. კერძოდ, აკადემია მზად არის, დაზარალებულებს სასტუმროს ტიპის ოთახები გამოუყოს.

 

პირველი არხი ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ – „ზაზა ფაჩულიას აკადემია იზიარებს დღეს, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის ტკივილს და უსამძიმრებს დაღუპულების ოჯახებს, ნათესავებს, მეგობრებს, მთელ საქართველოს. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი აკადემია მზად არის მოკრძალებულ, სასტუმროს ტიპის ოთახებში მოათავსოს დაზარალებულები. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ! დაგვიკავშირდით – 595 225595“.

 

შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ აფეთქება გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner