logo_geo
eng_logo
ცოტნე გამსახურდია: მახსოვს, გიგა ბოკერია წიხლებით შედგა ვალერია ნავადვორსკაიას მხედრიონელებთან ერთად!
- +

23 მაისი. 2016. 04:06


ცოტნე გამსახურდია კორცხელში, 53-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირებას აფასებს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.


გამსახურდიას თქმით, ყველანაირი სახის ძალადობა საქართველოს წარსულში აბრუნებს...


 

„დღეს დილას სამეგრელოში სრულიად ამაზრზენი, სამარცხვინო ფაქტი მოხდა! ალბათ მხოლოდ გონებასუსტი ან უსინდისო თუ იკადრებს, რომ ნაცმოძრაობისა და გიგა ბოკერიასადმი სიმპატიაში დამადანაშაულოს... მაგრამ მსგავსი მოვლენები ბოკერიას, სააკაშვილს, მათი იდეოლოგიური მამის - შევარდნაძის ეპოქაში აბრუნებს ქვეყანას და სიცოცხლეს უხანგრძლივებს მათ მეთოდებს.

 

მაგალითად, მახსოვს, როცა 1993 წელს ოციოდე წლის გიგა ბოკერია წიხლებით შედგა ასაკოვან, ავადმყოფ ქალბატონს, ცხონებულ ვალერია ნავადვორსკაიას უნივერსიტეტის ბაღში მხედრიონელებთან ერთად, რადგან მან ზვიად გამსახურდიასადმი მხარდაჭერის გამოხატვა გაბედა. ასეა, როდესაც არ არის არგუმენტები, მის ადგილს ძალმომრეობა იკავებს. მოსახლეობას შეუძლია დარწმუნებულიიყოს მასში, რომ ის, ვინც მსგავსი მეთოდებით ცდილობს გამარჯვებას ოპონენტებზე, ხალხს კარგს არაფერს უქადის! მერამდენედ უნდა ვნახოთ მოძალადე, უარგუმენტო ძალა ხელისუფლებაში, განხილვისა და პოლემიკისათვის დაკეტილი სივრცე? სივრცე, სადაც მართალია ის, ვისაც ძალა აქვს, ვინც ხელისუფლებაშია, ვინც როგორც უნდა ისე ჭრის და კერავს ამ უბედურ, შაგრენის ტყავივით დალეულ ქვეანას, ითვისებს, ანადგურებს მის რესურსებს და საარსებო არეალს!?

 

უმკაცრესად უნდა დაისაჯონ ამ ინციდენტის შემსრულებლები და ორგანიზატორები, ისინი,ვინც დღეს კვლავ აყალიბებს ზონდერჯგუფებს და ვინც იქ სპორტსმენების მობილიზაცია მოახდინა! არ მითხრათ ახლა, თავისით მივიდენო. თუ ასე ერჩით გული და ძალა, იქედან ოციოდე კილომეტრში ქართველების მკვლელ ოკუპანტებს გაცენ პასუხი, თუ ბიჭები არიან! მაგრამ არა, ისინი არიან უბრალოდ მონები, ზონდერები, გლადიატორები, ისეთივე - როგორებმაც ამ რამოდენიმე წლის წინ ქვები დაუშინეს იმავ კალაძეს, რაც წესით უნდა ახსოვდეს ქართულ ოცნებას...

 

ასეა თუ ისე, დღეს ბოკერიამ გაიმარჯვა... მისი ქმედებების სტილი ცოცხალია, ზეობს, და კიდევ არაერთი წლის განმავლობაში უპერსპექტივო ჯუნგლად ყოფნას უქადის ქართულ პოლიტიკას."- წერს გამსახურდია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner