დიდი დიღმის პოლიციის მეოთხე განყოფილებაში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ იმ თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს, რომლებიც გუშინ ავთანდილის ქუჩაზე გამოძახებაზე იმყოფებოდნენ.
პოლიციის განყოფილებაში პროკურატურის თანამშრომლებიც მოვიდნენ. მათ მედიასთან ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს და განმარტეს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერაფერს იტყოდნენ.
აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.