logo_geo
eng_logo
თორნიკე აბულაძე: უძრავ ქონებას გააძვირებს მანამდე მიღებული რეგულაციები
- +

17 იანვარი. 2019. 15:52

 

 

2019 წელს ბინები გაძვირდება, მოთხოვნა კი შემცირდება, ბაზარს კი ზოგიერთი დეველოპერული კომპანია დატოვებს  - ასეთ პროგნოზს აკეთებს „ბიზნესსპრესნიუსთან“ დეველოპერების ნაწილი.

 

მიზეზად კი არა მხოლოდ საბანკო რეგულაციები, არამედ ტექნიკურ რეგლამენტში უკვე შესულ და დაგეგმილ რეგულაციებს ასახელებენ. დეველოპერები ამბობენ, ყველაფერი ერთობლიობაში ბიზნესს სერიოზულად „დაარტყმას“.

„არსის“ ფინანსური მენეჯერი თორნიკე აბულაძე ფიქრობს, რომ უძრავ ქონებას  გააძვირებს არა 15 იანვრიდან ასამოქმედებელი სამშენებლო მასალების შესახებ რეგლამენტი, არამედ მანამდე მიღებული რეგულაციები.

 

„მე ვფიქრობ, ტექნიკური რეგლამენტი გაყიდვების შემცირებას არ გამოიწვევს, რადგან  მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე მიწოდება. ამასთან უძრავ ქონებას გააძვირებს არა 15 იანვრიდან ასამოქმედებელი სამშენებლო მასალების შესახებ რეგლამენტი, არამედ, მანამდე მიღებული კანონი. კერძოდ, 2017 წლის 1 იანვარს რაც მიიღეს, ეს არის დამატებითი სახანძრო უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული. მაგალითად, თუ მშენებელი ერთ სახლზე 1 კიბეს აკეთებდა, ახლა მოუწევს, 2 გააკეთოს და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის 1 იანვრამდე დამტკიცებული პროექტები ჯერ კიდევ არსებობს, ნელ-ნელა ეს პროდუქცია ამოიყიდა  და თუ მანამდე ახალი რეგლამენტით დაწყებული მშენებლობები მხოლოდ 10%-ს შეადგენდა, ახლა ეს თანაფარდობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ ფასი გაძვირდება ახალი წლის შემდეგ“, - აცხადებს თორნიკე აბულაძე.

 

წყარო:  biznespresniusi

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner