logo_geo
eng_logo
ყავის ველური ხეები გადაშენების პირასაა
- +

17 იანვარი. 2019. 16:51

 

 

მსოფლიოში ყავის მცენარეთა რისკების პირველი სრული შეფასება გვიჩვენებს, რომ 124 ცნობილი სახეობის 60% გადაშენების პირასაა.

 

დიდი ბრიტანეთის სამეფო ბოტანიკის ცენტრის განცხადებით,  ყავის ხის 100-მდე ტიპი ბუნებრივად იზრდება ტყეში, მათ შორის იმ სახეობის, რომელსაც ჩვენ ვსვამთ. მეცნიერების თქმით, ეს ციფრი „საშიშია“, რადგან ველურ ყავას მსოფლიოში ყავის მოყვანაში უდიდესი ადგილი უკავია.

 

„რომ არა ველური სახეობები, რომელთა ყოველი მეხუთე გადაშენების პირასაა, ჩვენ არ გვექნებოდა ამდენი ყავა“, - აცხადებს ბოტანიკის ცენტრის ხელმძღვანელი აარონ დევისი.

 

კვლeვამ აჩვენა, რომ ველური ყავის 74 ტიპი გადაშენების პირასაა. 35-ს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ეს ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ მსოფლიოში ყავა საკმარისად გავრცელდეს. დანარჩენი 14-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია უცნობია.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner