logo_geo
eng_logo
მარიამ ვალიშვილი: სანამ არ იქნება შეთანხმება, „გაზპრომთან“ შეხვედრები იქამდე გაგრძელდება
- +

25 თებერვალი. 2016. 12:02


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სანამ არ იქნება შეთანხმება, „გაზპრომთან" შეხვედრები იქამდე გაგრძელდება.



მისი თქმით, მოლაპარაკებები შეეხება სატრანზიტო მომსახურებას ანაზღაურების ფორმას და ანაზღაურების რაოდენობას.


 

ჩვენ პრინციპულად არ ვართ წინააღმდეგი, გადავიდეთ თანხობრივ ანაზღაურებაზე, რაც არის საერთაშორისო პრაქტიკა. ჩვენი გამონაკლისი შემთხვევა იყო, თუმცა კარგი შემთხვევა იყო ჩვენთვის. ჩვენ პრინციპულად წინააღმდეგი არ ვართ თანხობრივ ანაზღაურებაზე გადასვლის, მაგრამ გააჩნია, რამდენი იქნება ეს თანხა", - განაცხადა ვალიშვილმა.



რაც შეეხება აზერბაიჯანთან მიმდინარე მოლაპარაკებებს, მისი თქმით, 29 თებერვალს იმართება „სამხრეთის გაზის" დერეფნის მინისტერიალი, რომელსაც დაესწრება ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. მარიამ ვალიშვილი ვარაუდობს, რომ სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში შეთანხმდება ქართულ-აზერბაიჯანული მხარე იმ პრინციპებზე რა პრინციპებითაც უნდა გაგრძელდეს მუშაობა.



აზერბაიჯანთან მიდის მუშაობა ხელშეკრულების გარკვეულ პირობებზე, რომელიც უნდა გადაიხედოს და ეს შეეხება ფასებს, საფასო პოლიტიკას, გარკვეულ მოცულობებს, ასევე ტექნიკურ დეტალებს. გაჟღერებულიც იყო, რომ ოპტიმიზაციაზე სამუშაო ჯგუფები მუშაობენ და გარკვეული შედეგებიც გვაქვს. 29 თებარვალს იგეგმება ვიცე-პრემიერის ვიზიტი სამხრეთის გაზის" დერეფნის მინისტერიალზე. იმედი გვაქვს, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში შეთანხმდება ქართულ-აზერბაიჯანული მხარე იმ პრინციპებზე, რა პრინციპებითაც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა", - განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner