ამ დროისთვის შეფერხებულია მოძრაობა ცენტრალური ავტომაგისტრალის გორი-იგოეთის მონაკვეთზე. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
უამინდობის გამო, ავტომაგისტრალზე რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გზაზე ავტომანქანების შეჯახების მიზეზად ძირითადად მოცურება სახელდება.
ავტოსაგზაო შემთხვევები სამ სხვადასხვა წერტილში მოხდა. სულ დაზიანებულია 20-ზე მეტი ავტომობილი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
ერთ შემთხვევაში ავტომობილი ბეტონის ფილას შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ისინი კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.