logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: არასწორი და გაბუქებული ინფორმაციის კვლევაში ასახვა, ძალიან ცუდია!
- +

17 იანვარი. 2019. 21:48

 

ექსპერტი გია აბაშიძე ორგანიზაცია Freedom House-ს აკრიტიკებს.

 

ექსპერტ  გია აბაშიძის თქმით, მას ორგანიზაცია Freedom House-ის ავტორიტეტულობაში ეჭვი არ ეპარება, თუმცა, მის ცალკეულ თანამშრომლებზე გარკვეული ეჭვები აქვს:

 

„Freedom House-ის დირექტორის, ბატონი ნეით შენკანის მოსაზრებები გარკვეულ შეკითხვებს ბადებს. კერძოდ ის, რომ მისი წინა კვლევები გამოირჩეოდა გარკვეული უზუსტობებით, ეს ეხება საზ.მაუს მეორე არხს, თითქოს არ გადასცემდა საპარლამენტო სესიებს, ასევე, ტელეკომპანიაიმედს”, რომ თითქოს ის 2012 წლიდან აღარ აკრიტიკებს ხელისუფლებას და ყველაზე უარესი იყო ის, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსან მსჯავრდებულებზე თქვეს, რომ ისინი პოლიტიკური ვენდეტის მსხვერპლნი არიან.

 

კიდევ იყო გასაოცარი ამბავი, როდესაც მათ იმასაც მიაქციეს ყურადღება, რომ თითქოს თბილისის საკრებულომ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა ბიძინა ივანიშვილის კომპანიას 2 000-კვ მეტრამდე მიწის ნაკვეთი, თბილისის ცენტრში, რაც რეალურად აღმოჩნდა, რომ ეს იყო მიწისქვეშა პარკინგისთვის ფართის გამოყოფა. ამასთან დაკავშირებით კი მან ქართველ ჟურნალისტებს ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე პასუხი არ გასცა ან კითხვა არ დაასმევინა. ამდენი უზუსტობები ამ ბატონზე, მე მიჩენს ეჭვს, რომ ხომ არ არის მაგალითადნაცმოძრაობისლობისტი ან ხომ არ არიან მისი წყაროები საქართველოში, ისინი ვინცდაბეჯითებითამბობდნენ, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამგაყალბებულიპასპორტები დაბეჭდა. უბრალოდ მიჩნდება კითხვა, ხომ არაა ბმა.

 

მე ამ ორგანიზაციის ავტორიტეტულობაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მის ცალკეულ თანამშრომელზე მაქვს ძალიან დიდი ეჭვები. ბუნებრივია, ვაცნობიერებთ, რომ ამ შკალაზე საქართველოს რეიტინგი დაცემულია და გვმართებს მეტი მუშაობა, მაგრამ დასავლელი პარტნიორების დახმარებაც გვაძლევს იმედს. ჩვენ მშენებარე დემოკრატიის ქვეყანა ვართ, გვჭირდება მხარდაჭერა და ხარვეზების აღმოფხვრა. მაგრამ არასწორი და გაბუქებული ინფორმაციის კვლევაში ასახვა, ძალიან ცუდია”, - აღნიშნა გია აბაშიძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner