logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: Freedom House-ის ხელმძღვანელის განცხადება არადამაჯერებელია!
- +

17 იანვარი. 2019. 21:48

 

 

ექსპერტ მამუკა არეშიძის თქმით, სამწუხაროდ, ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციაც კი, როგორიც Freedom House-ია, დავიდა იმ დონემდე, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, ისეთი რამ დაწერონ, რაც არ არის მართალი.

ექსპერტ მამუკა არეშიძის განმარტებით, Freedom House-ის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელის ნეით შენკანის განცხადებაში საინტერესოა სწორედ დოზა: რა დოზით არის იქ სიმართლე და ტყუილი. არის ხოლმე ასეთ განცხადებებში რაღაც ნაწილი სიმართლე და რაღაც ნაწილი ტყუილი, რომელიც ვიღაცისთვის, შესაძლოა, დამაჯერებლად გამოიყურებოდეს.“

ამ კონტექსტში ექსპერტმა ევროპასა და ევრაზიის რეგიონში Freedom House-ის პროგრამების დირექტორის მარკ ბერნტის  მაგალითი მოიყვანა. მას ანგარიშის წარდგენის შემდეგ მოუწია ბოდიშის მოხდაც რამდენიმე მცდარი ინფორმაციის გამო, მათ შორის, ერთ-ერთი საზოგადოებრივი მაუწყებელი გახლდათ.  

არეშიძის განმარტებით, შვეიცარიის მედია ბერნტის ფიგურასთან დაკავშირებით წერდა, რომ ის ვარდების რევოლუციის შემდეგ კუდ-თან იყო კავშირზე: დასახელებული იყო კონკრეტული გვარიც - ხუციშვილი“.

მამუკა არეშიძის განმარტებით, ყველაფერი იყიდება ან ფულზე ან პოლიტიკურ ინტერესებზე და ასეა ყველგან, არა მხოლოდ საქართველოში:. ასეთ სქემებში ჩართულნი არიან ქვეყნებიცპოლიტიური ჯგუფებიც, კონკრეტული ადამიანებიც“, - აცხადებს ექსპერტი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner