„სულ ახლახანს, რამდენიმე წლის წინ მახსოვს როგორ ხარობდა ერთი მხარე- რატომ არ ჩახოცეს ქვებით კარალეთშიო და როგორ ილანძღებოდა მეორე- როგორ დაგვესხნენ თავს ეს მხეცებიო..."- ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ზუგდდში, 53-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში აფასებს.
„დეჟავიუ... ზუსტად იგივე ყველაფერი ოღონდ მხარეები პირიქით...
რიღასთვის ამდენი ტკივილი, ამდენი შეწირული, ამდენი... ამდენი... გული მერევა...
მესმის ყველასი, ვინც თვლის, რომ ეს სამაგიეროა, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ- ეს არის ნაბიჯები უკან და არა წინ. სამართალი და კანონი გვინდოდა თითქოს- ამას შეეწირა წლები... ოღონდ არ მითხრათ რომ ვერ მივაღწიეთ იმიტომო- ეს დიდი გზაა, ხანგრძლივი. ეს საზოგადოების ანუ ჩვენი გასავლელი გზაა და ჩვენი მისაღწევია და არა რომელიმე მთავრობის- თუნდაც შენი მოყვანილის.
ეს თუ გვინდოდა ხომ იყო? ანუ პირიქით გვინდოდა?
არ მჯერა ამის და ამიტომ ნუ გიხარიათ ეს უკუსვლა..."- აღნიშნავს რაზმაძე.