ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა უმუშევარია, სახელმწიფო ევროპული სტანდარტით სთხოვს გაზის, ელექტროენერგიის გადასახადის გადახდას, თითქოს საფრანგეთის ან გერმანიის მოქალაქეები ვიყოთ, სადაც ეკონომიკა მართლა ეკონომიკაა და არა ციფრების ბრახუნი! მაგრამ როცა საქმე უსაფრთხოების ნორმებზე მიდგება, ევროპული სტანდარტი არავის ახსენდება. საქართველოს მოქალაქეების წინაშე ვალდებულებას ყველა ერთდროულად იხსნის, სისტემის რიგითი მუშაკიც, კომპანიის მფლობელიც და სახელმწიფოც. „დამნაშავე“ ისევ საქართველოს უდანაშაულო მოქალაქეა, რომელიც პირნათლად იხდის ყველა გადასახადს, მაგრამ სრულიად დაუცველია, ამდენი „ომბუდსმენის“, „ოფშორული კომპანიის“, „კრიზისმენეჯერის“... ამდენი „ჭკვიანის“ ხელში. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ე.წ. ევროპული სტანდარტი ბევრი „ზემენეჯერისთვის“ მხოლოდ პირად კეთილდღეობასთანაა ასოცირებული“, - წერს ინაშვილი.