ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი შალვა ნათელაშვილის განცხადებას - „მოვითხოვ, დამონტაჟდეს სენსორები ყველა ოჯახში, სადაც გაზია შეყვანილი...“ სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ნათელაშვილმა მისი იდეა მიითვისა.
„- აი, იდეების აი ასეთი ქურდობისთვის ეს კაი ხანი დაბლოკილი მყავდა!
სულ ერთი თვის წინ ავხსენი ბლოკი და - ა ბატონო!
მართლა შალიკო ხარ რა!“ - წერს ყარაულაშვილი.
აქვე გთავაზობთ მირიან ყარაულაშვილის სტატუსს, რომელიც შალვა ნათელაშვილის განცხადებამდე დაწერა:
„საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობა, საქართველოს პრეზიდენტი
- სასწარაფოდ , პირველივე საპარლამენტო სესიაზე დააკანონეთ საცხოვრებელ და სხვა სათავსოებში ბუნებრივი და ე.წ. "გათხევადებული გაზის" (პროპანი, ბუტანი) გაჟონვის აღმომჩენი დეტექტორების აუცილებელი , სავალდებულო მონტაჟი!!!
გადაიტანს როგორმე ერთი ოჯახი დამატებით ოცი-ოცდაათი დოლარის ხარჯს!
ან , უფრო უკეთესი- დააფინანსოს მთავრობამ დეტექტორების შეძენა-მონტაჟის ხარჯები მოსახლეობისთვის !!!
იქ, სადაც არ იქნება დეტექტორი დამონტაჟებული - დააწესეთ უმაღლესი ჯარიმები!!!
ეს ღონისძიებები მთლად ვერ აღმოფხვრის, მაგრამ მნიშვნელოვნად შეამცირებს გაზის გაჟონვით გამოწვეული უბედური შემთხვევების რაოდენობას და მათ მძიმე შედეგებს.“