მინდია ფირალიშვილების სახლში 3 მცირეწლოვანი იზრდებოდა. უმძიმესმა კადრებმა, რომელიც ფოტოობიექტივმა ტრაგედიის წუთებში დააფიქსირა ყველა შოკში ჩააგდო, ეს ის კადრებია, როცა მამამ აფეთქებული სახლიდან გამოიყვანა თავისი 5 წლის გოგონა. ჯერ ის უსინჯავდა სუნთქვას თავის პატარას, მერე სხვამ გამოართვა ბავშვი და ცდილობდა გაეგო ცოცხალი იყო თუ არა. მერე ისევ უკან შებრუნდა მინდია, რომელსაც ბინიდან სხვა პატარები უნდა გამოეყვანა.
ბინაში ტყუპები იყვნენ, 2 წლინახვრის და-ძმა. უმძიმესი იყო ტყუპისცალის მდგომარეობა, რომელიც საავადმყოფოში სხვა დაშავებულებთან ერთად სასწრაფოდ გადაყვანეს. როგორც ახლობლები გვიყვებიან, გზაში პატარას გული გაუჩერდა, მაგრამ ექიმებმა გულის ამუშავება შეძლეს, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა და პატარა ნიკოლოზი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
„უმძიმესი სურათი დამხვდა შემთხვევის ადგილზე მისულს. გადაკეტილი ქუჩები, გადაჭედილი ხალხი და სამართალდამცავებით სავსე ქუჩები, ამ დროს შევნიშნე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ემოციებს ვერ იკავებდა. მის გვერდით მისი მეგობრები და ახლობლები იდგნენ. ფოტოკადრებით ვიცანი და მათ მივუახლოვდი მამაკაცს, რომელიც მინდია ფირალიშვილი აღმოჩნდა, ვკითხე, ამ ფოტოში თქვენ ხართ და ეს ბავშვი ხელში რომ უჭირავს ის მამაკაცი ვინ არის, ბავშვი როგორ არის-მეთქი. ეს ჩემი შვილიაო, – მითხრა შეშფოთებულმა, ბავშვი გადარჩა, მაგრამ ჩემი მეორე შვილი ხროტინებდა ხელში რომ მეჭირაო. მამას შვილების მდგომარეობა აინტერესებდა, ბოლთას სცემდა, დამწვარი ჰქონდა თმები და კისერი.
ყველგან ეძებდნენ ნათიას დას ნინოს, საავადმყოფოებში გადარეკეს ახლობლებმა, მაგრამ ვერაფერი გაიგეს, მინდიას მეგობარმა მითხრა, ნათია რომ გარდაცვლილია, ეს ვიცით, რადგან მინდიამ თავად ნახა სახლში გარდაცვლილი მეუღლეო" - განუცხადეს თვითმხილველებმა "კვირის პალიტრას".
მინდიას შვილის გარდაცვალებას ვერავინ ეუბნებოდა, ბოლოს მოძღვარმა იტვირთა მისთვის ამ უმძიმესი ამბის თქმა…