შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ქულების ამოწურვის გამო მართვის უფლება 124 პირს შეუჩერდა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
2018 წელს მართვის მოწმობის ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო, მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით გამოცდაზე 20 პირი გავიდა, საიდანაც გამოცდის ჩაბარება მხოლოდ 7-მა შეძლო.
2017 წლის 1 ივლისიდან მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა და „უკონტაქტო პატრულირება“ ამოქმედდა. ცვლილებების შედეგად, თითოეულ მართვის მოწმობას ყოველი წლის 1 იანვარს 100 ქულა ენიჭება და წლის განმავლობაში სამართალდარღვევებზე შესაბამისი ქულები აკლდება.