მედიკოსების თქმით, გადაუდებელი დახმარებისა და კატასტროფის სამსახურმა კლინიკაში 10 იანვარს შეიყვანა პაციენტი, რომელსაც ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. მათივე თქმით, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამჟამად გრიპის ვირუსის დიაგნოზით კლინიკაში 26 ადამიანი რჩება, მათ შორის ერთი მართვით სუნთქვაზე.