წითელას ვაქცინაცია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება.
ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, შესაბამისი განკარგულება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდება.
აქამდე, ვაქცინაცია უფასო მხოლოდ 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის იყო.
ამასთან, მთავრობის სხდომაზე წითელას ეპიდემიური აფეთქების საწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებებზე იმსჯელებენ. არ არის გამორიცხული, ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.