logo_geo
eng_logo
დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დაკავებულია ორი პირი
- +

18 იანვარი. 2019. 14:20

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დაკავებულია ორი პირი.

 

„დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს ორი დღის წინ. გაზის გაჟონვას მოჰყვა ნგრევა, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილებს ოჯახებს და ჩვენს საზოგადოებას. მე გუშინწინვე დავავალე სამართალდამცველებს, რომ უმოკლეს ვადებში ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები და გამოევლინათ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი. რამდენიმე წუთის წინ მაცნობეს, რომ დაკავებულია ორი პირი. გამოძიება გრძელდება. გარწმუნებთ ყველას, რომ ყველა ის პირი, ვინც იქნება გამოვლენილი, რომ ტრაგედიასთან მიმართებაში მათ ჰქონდათ თავიანთი პროფესიული ქმედებიდან გამომდინარე შეცდომა, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner