logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი სტამბოლში მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
- +

23 მაისი. 2016. 10:25



საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 23-24 მაისს, სტამბოლში, მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტში  მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გაერო-ს გენერალური მდივნის ბან კი მუნის ინიციატივით პირველად ტარდება.


23 მაისს მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტს გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გახსნიან.



საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სესიაზე სიტყვით მიმართავს მსოფლიოს 70 ქვეყნის ლიდერს. დაგეგმილია ასევე სიტყვით გამოსვლა მრგვალ მაგიდაზე.



სამიტზე განხილული იქნება „კონფლიქტის პრევენციისა და დასრულებისთვის პოლიტიკური ლიდერობის" „ჰუმანიტარულ სფეროში გასატარებელი  ღონისძიებების", „სირიის კრიზისის თემა და დევნილთა პრობლემის დასაძლევად ერთობლივი და კოორდინირებული  მუშაობის" საკითხები.



ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტ მოგენს ლიკეტოფთან, ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარ ფილიპო გრანდისთან,  კოტ დ'ივუარის პრემიერმინისტრ დანიელ კაბლან დუნკანთან და  იემენის პრემიერმინისტრ აჰმედ ობეიდ ბინ დაგრთან.



მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ  ფოტოგამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების ამსახველი ფოტოები.



გამოფენა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით  იმართება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner