logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: ვარშავის სამიტი გადამწყვეტი იქნება
- +

23 მაისი. 2016. 10:59


NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პოლონური რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვარშავის სამიტი გადამწყვეტი იქნება.


მისი თქმით, 8-9 ივლისს, პოლონეთის დედაქალაქში დაგეგმილ სამიტზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს.


 

NATO- ივლისის სამიტი გადამტეხი იქნება. NATO საკვანძო გადაწყვეტილებებს მიიღებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ადაპტაცია ახალ სიტუაციასთან, უსაფრთხოების სფეროში.

ჩვენ უნდა გავაძლიეროთ NATO- ყოფნა ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში, ეს იქნება მრავალეროვანი ყოფნა. ამ გზით, ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირებთ, რომ თავდასხმა ერთ ქვეყანაზე იქნება თავდასხმა მთელ NATO-ზე", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner