NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პოლონური რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვარშავის სამიტი გადამწყვეტი იქნება.
მისი თქმით, 8-9 ივლისს, პოლონეთის დედაქალაქში დაგეგმილ სამიტზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს.
„NATO-ს ივლისის სამიტი გადამტეხი იქნება. NATO საკვანძო გადაწყვეტილებებს მიიღებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ადაპტაცია ახალ სიტუაციასთან, უსაფრთხოების სფეროში.
ჩვენ უნდა გავაძლიეროთ NATO-ს ყოფნა ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში, ეს იქნება მრავალეროვანი ყოფნა. ამ გზით, ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირებთ, რომ თავდასხმა ერთ ქვეყანაზე იქნება თავდასხმა მთელ NATO-ზე", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.