ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელ „facebook"-გვერდზე სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება:
„ჯერ იყვნენ საზღვართან, იქ ხალხი ვერ შეკრიბეს. მერე წამოვიდნენ კორცხელში. დაიწყეს აგიტაცია და როცა ახსენეს რამდენიმე დღის წინ მომხდარი მკვლელობა, მიიღეს ყბაში.
რუსთავი 2-ის გადაღებულ-გავრცელებულ კადრებში ისმის ხმა და ჩანს კადრში ახალგაზრდა კაცი, რომელიც ეუბნება ერთ-ერთს, ნაციონალების ლიდერთაგანს პროვოკაციაა რასაც ამბობო...
ჰოდა, ახლა მე მაინტერესებს პროვოკატორს ხელს რომ შემოულაწუნებ, მითუმეტეს რამდენიმე წელია მისი, როგორც დამნაშავის დასჯას ელოდები უშედეგოდ, არაჰუმანურია?" - წერს დარეჯან მეფარიშვილი.