logo_geo
eng_logo
კოსტავას ქუჩაზე მანქანა ტროტუარზე ავარდა და მიწისქვეშა გადასასვლელის მოაჯირები დააზიანა
- +

18 იანვარი. 2019. 20:28

 

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

 

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, „რენოს“ მარკის ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და მიწისქვეშა გადასასვლელთან მდგარ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს შეეჯახა.

 

მძღოლის განცხადებით, მას მარცხენა მხრიდან სხვა მანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც შეეცადა, მიმართულება მარჯვნივ აეღო. მან საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე გადავიდა.

 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner