logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: ცუდია ასეთი ფაქტების პროვოცირება!
- +

23 მაისი. 2016. 11:03


მუდმივად აპელირებენ პოლიციის არყოფნაზე, მაგრამ ავიწყდებათ, რომ პოლიციის ეკიპაჟის საარჩევნო უბანთან ყოფნა ითვლება ზეწოლად ამომრჩეველზე", - ასე ეხმაურება ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირიპირებას ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია.


„არჩევნების მსვლელობისას, ისე რომ არანაირი დარღვევა და არეულობა არ ყოფილა 53-ე უბანზე, გარე პერიმეტრზე მივიდა ერთ-ერთი კანდიდატის მხარდამჭერი 5 პარლამენტის წევრი 20-მდე თანმხლებ პარტიულ ლიდერთან ერთად. დაპირისპირება მოხდა მმართველი პარტიის რიგით მხარდამჭერებსა და დეპუტატებს შორის და ეს ცუდია.... ისევე, როგორც ცუდია თქვენი კოლეგების მხრიდან ასეთი ფაქტების პროვოცირება!

 

მუდმივად აპელირებენ პოლიციის არყოფნაზე, მაგრამ ავიწყდებათ, რომ პოლიციის ეკიპაჟის საარჩევნო უბანთან ყოფნა ითვლება ზეწოლად ამომრჩეველზე, ისევე როგორც ლიდერების და საჯარო პირების ყოფნა საარჩევნო უბანთან აღიქმება პროპაგანდა-აგიტაციად!. ამიტომაც სთხოვეს მათ დაეტოვებინათ ტერიტორია", - წერს ხოფერია.



 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner