ერევანში გამართულ ანდრანიკ მარგარიანის სახელობის მემორიალზე სენიორთა შორის მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა და პრიზიორმა ზურაბ სტურუამ 9 შესაძლებლობიდან 5.5 ქულა მოაგროვა.
სტურუამ შეჯიბრის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ არტურ დავთიანთან ერთად მეორე-მესამე ადგილები გაინაწილა. ასპარეზობის კიდევ ერთმა ქართველმა მონაწილემ, ნიკოლოზ პეტრიაშვილმა, 3.5 ქულა მოაგროვა.