logo_geo
eng_logo
20 იანვარს პატრიარქის ნათლული კიდევ 630-მდე ჩვილი გახდება
- +

19 იანვარი. 2019. 00:05

 

ჩვილთა საყოველთაო, 57–ე ნათლობა 20 იანვარს გაიმართება.

 

სამების საპატრიარქო ტაძარში 630–მდე ჩვილი მოინათლება. საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II ტაძარში ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის მივა და ნათლულებს დალოცავს.

 

პატრიარქს 37 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ მშობლების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

 

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner