ბათუმში ნათლისღება ტრადიციული შთაფლვის რიტუალით აღინიშნა. დღესასწაულის დადგომისთანავე, მართლმადიდებელი მრევლი ზღვის სანაპიროსთან შეიკრიბა, სადაც განბანვის რიტუალი შესრულდა.
ბოლო რამდენიმე წელია, ნათლისღების დადგომისთანავე სასულიერო პირები ზღვის წყალს აკურთხებენ, სადაც მასობრივი განბანვის რიტუალი სრულდება.
ძლიერი ღელვის მიუხედავად, ზღვის სანაპიროზე ასობით ადამიანი მივიდა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ მაშველებიც.