logo_geo
eng_logo
"ქართული ოცნების" კანდიდატი მის მიერ გაკეთებულ კომენტარს განმარტავს
- +

23 მაისი. 2016. 11:15



კორცხელში "ქართული ოცნების" კანდიდატი ამირან ლაგვილავა მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს. 

"ტელეკომპანია ოდიშისთის მიცემულ კომენტარში ჩემი ინტერვიუდან გაიპარა ტექნიკური შეცდომა, რაც გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ დღეს სამეგრელოში, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროვოკაციული ქმედებების გამო არჩევნები საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. კერძოდ, ერთ-ერთ ნაწილში ვამბობ, რომ სამეგრელოში განვითარებული მოვლენები, დაპირისპირება არის "ქართული ოცნების" ბრალი. ალბათ, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ვგულისხმობდი "ნაციონალურ მოძრაობას", რასაც იმავე ინტერვიუში ვასწორებ კიდეც, თუმცა მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან ჩემი კომენტარი გავრცელდება არასწორი ინტერპრეტაციით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ დღეს, სამეგრელოში მომხდარ ყველა დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება "ნაციონალურ მოძრაობას!" ყველა მედიასაშუალებას, განსაკუთრებით კი, "ნაცმოძრაობის" სატელიტ მედისაშაუალებებს მოვუწოდებ, ისარგებლონ ჩემი ამ კომენტარით. ტელეკომპანია "ოდიშს" კი მოვუწოდებ, ჩაასწორონ ჩემს მიერ მიცემული კომენტარი", - განაცხადა ამირან ლაგვილავამ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner