logo_geo
eng_logo
მექსიკაში ნავთობსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა
- +

19 იანვარი. 2019. 17:04

 

მექსიკაში ნავთობსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა და 71 დაშავდა.

 

არსებული ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ერთ-ერთი პირის უკანონო ქმედება გახდა, რომელიც ნავთობსადენში არსებული ნაპრალიდან ნავთობის მოპარვას ცდილობდა.

 

აფეთქება იდალგოს შტატში, შაქრის ქარხნის სიახლოვეს მოხდა. ამჟამად ტერიტორია სამართალდამცავებს აქვთ ბლოკირებული. დაშავებული მოქალაქეები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ძლიერი დამწვრობა აღენიშნებათ.

 

ნავთობპროდუქტების ქურდობა მექსიკაში ხშირად ხდება. სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წელს მექსიკის ტერიტორიაზე, ყოველ 20 წუთში ერთხელ ფიქსირდებოდა ბენზინის მოპარვის მცდელობა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner