logo_geo
eng_logo
სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტში მონაწილეები სასამართლოს წესით გამოიკითხებიან
- +

19 იანვარი. 2019. 21:27

 

შს სამინისტრომ სპორტის სასახლეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანსა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს შორის მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინციდენტის დროს, რომელიც 11 იანვარს მოხდა, ერთმანეთს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანი, ორგზის ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დაუპირისპირდნენ.

 

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანი და ორგზის ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ სპორტის სასახლეში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან, გეგა გეგეშიძეთან ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა.

 

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ უკვე გამოკითხა შეტყობინების ინიციატორი.

 

„დადგენილია ასევე, კონფლიქტში მონაწილე პირების ვინაობა, რომლებიც გამოსაკითხად დაბარებული იქნენ პოლიციაში. ვინაიდან მათ ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე განაცხადეს უარი, მათი გამოკითხვა მოხდება სასამართლო წესით. გამოყენებული იქნება კანონით განსაზღვრული ყველა ბერკეტი, ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად“, – აცხადებენ შს სამინისტროში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner