logo_geo
eng_logo
საპატრულო პოლიციამ კობი-გუდაურის გზაზე სამოძრაოდ რეკომენდაციები გასცა
- +

19 იანვარი. 2019. 23:14

 

 

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

 

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეკომენდაციით, კობი-გუდაურის გზაზე მოძრაობა ზამთრის საბურავებით და დაბალი სიჩქარით არის რეკომენდირებული.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner