logo_geo
eng_logo
უნგრეთში პრემიერ-მინისტრის პოლიტიკის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა
- +

20 იანვარი. 2019. 02:29

 

 

 

უნგრეთის ქალაქებში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გაიმართა.

 

ბუდაპეშტში საპროტესტო მსვლელობა ორიათასამდე მოქალაქემ გამართა. მათ ხელში უნგრეთისა და ევროკავშირის დროშები ეკავათ. დემონსტრაციები გაიმართა ასევე უნგრეთის 60 სხვა ქალაქში. ზოგიერთ ქალაქში მომიტინგებმა საავტომობილო გზები გადაკეტეს.

 

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ახალ კანონს, რომელიც ზეგანაკვეთური სამუშაო საათების დასაშვებ რაოდენობას ზრდის. კანონი პარლამენტმა 12 დეკემბერს მიიღო, რასაც საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

 

ახალი რეგულაციის თანახმად, ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ყოველწლიური დასაშვები რაოდენობა 250-დან 400-მდე იზრდება.

 

უნგრეთის მთავრობის განცხადებით, საპროტესტო გამოსვლები ევროპარლამენტის არჩევნების წინ ოპოზიციის კამპანიის ნაწილია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner