logo_geo
eng_logo
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო
- +

20 იანვარი. 2019. 12:09

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ირანის 3 მოქალაქე დააკავეს. 1996 წელს დაბადებულ ს.ჰ.-ს, 2000 წელს დაბადებულ მ.გ.-ს და 1981 წელს დაბადებულ მ.ს.-ს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ამოიღეს: მორფინის და კოდეინის მარილის შემცველი ნივთიერება,  60 აბი „სუბოქსინი“, ბუპრენორფინის შემცველი ფხვნილი, 1,38 გრამი ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი" (მარილი) ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1 ნაწილით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner