logo_geo
eng_logo
დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულების საქმეზე სასამართლო განხილვა მიმდინარეობს
- +

20 იანვარი. 2019. 12:39

 

 

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებული ორი პირის, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილი თანამშრომლების, თორნიკე ტატიშვილისა და ვაზელ მამადიანის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე სასამართლო განხილვა მიმდინარეობს.

 

სხდომას ორივე ბრალდებული ესწრება. როგორც ადვოკატმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დაცვის მხარე მოითხოვს, ბრალდებულები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვონ.

 

ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად 19 იანვარს წაუყენეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს.

 

შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner