logo_geo
eng_logo
პოლიციამ ბათუმში მომხდარი ყაჩაღობის სამი ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
- +

20 იანვარი. 2019. 13:21

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან, დანის მუქარით, მოლარეს 900 ლარი  გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმავე დღეს ე.კ.-მ ბათუმში კიდევ 2 სუპერმარკეტი დააყაჩაღა, საიდანაც 829 ლარი და სიგარეტები გაიტაცა.

 

სამართალდამცველებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, ბათუმში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

 

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner