ადვოკატი მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელ „facebook"-გვერდზე გუშინ, ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირიპირებას გამოეხმაურა.
„კარგით რა, კარგით... არ მოგბეზრდათ ეს „ბრტყელ-ბრტყელები"? ყველა დიდი „ფილოსოფოსი" ისე შეიცხადებს ხოლმე, თითქოს ნორვეგია და დანია ვიყავით და ეს როგორ მოგვივიდა...
რა საზოგადოებაცაა, ის გამოვლინებებია...
10 წლის შემდეგ ასე აღარ იქნება („ნაციონალები" გადაშენდებიან), 20 წლის შემდეგ საერთოდ აღარავინ გაიფიქრებს, 30 წლის შემდგომ ყველა ამომრჩეველი ვარდების ბუკეტს მიართმევს საარჩევნო შტაბის წევრებს და ა.შ
შეადარეთ ახლა 90-იანების საქართველოს დღევანდელობა და დარწმუნდებით, რომ ყველაფერი კარგად იქნება...
წაით, წაით ახლა დეიძინეთ..." - წერს მირიან ნიკოლაძე.