„თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი „რადიო თავისუფლების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ევროკომისია ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებით ევროკავშირს სავარაუდოდ მარტში მიმართავს.
„საქართველო თავისი მიღწევებით ევროინტეგრაციის და ვიზა-ლიბერალიზაციის გზაზე ნამდვილად განსაკუთრებული გამოყოფის და აღნიშვნის ღირსია. საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილება და დასკვნა უკვე პოზიტიურია. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინასთან მიმართებაშიც იყოს დასკვნა პოზიტიური. დროა, მიღებულ იქნას პოლიტიკური გადაწყვეტილება და საქართველოს მოქალაქეებმა უვიზოდ იარონ ევროპაში", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.