logo_geo
eng_logo
მაკედონიასთან ხელშეკრულების წინააღმდეგ გამართული აქცია ათენში პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
- +

21 იანვარი. 2019. 02:27

 

მაკედონიასთან დადებული ხელშეკრულების წინააღმდეგ გამართული აქცია ათენში პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

 

საბერძნეთის დედაქალაქში ჩატარებული საპროტესტო აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, დემონსტრაციაში მონაწილეობა 100 000-მდე ადამიანმა მიიღო. პოლიციის განცხადებით, აქციაში 60 000 ადამიანი მონაწილეობდა.

 

ორი ქვეყნის შეთანხმებით, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიას ჩრდილოეთ მაკედონია ეწოდა. მაკედონია ასევე ეწოდება საბერძნეთის ერთ-ერთ რეგიონს. საბერძნეთის მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ შეთანხმება ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს აყენებს.

 

საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტები საბერძნეთის სხვადასხვა რეგიონიდანაც ჩავიდნენ. აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები და ფოიერვერკები ესროლეს. სამართალდამცველებმა 12 ადამიანი დააკავეს, რომელთაგან შვიდი მოგვიანებით დააპატიმრეს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner