logo_geo
eng_logo
მობილური ქსელების მომსახურება ძვირდება
- +

21 იანვარი. 2019. 11:14

 

მობილურ ქსელების მომსახურება ძვირდება. კომპანია „სილქნეტი“ სატარიფო ცვლილებებს 1 მარტიდან გეგმავს.

 

„ახალი საფასო პოლიტიკის შედეგად, როგორც ფიქსირებული, ასევე მობილური ქსელის აბონენტები მიიღებენ გაუმჯობესებულ პაკეტებს და მობილური ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს“, - წერია კომპანიის ვებგვერდზე.

 

კერძოდ „ჯეოსელის“ 5-ლარიანი პაკეტი -7 ლარი, 10-ლარიანი - 15 ლარი, ხოლო 25-ლარიანი 30 ლარი ხდება. ტარიფის გაზრდას გეგმავს „მაგთიც“.

 

18 თებერვლიდან ტარიფი „მარტივი 25“ 30 ლარი ხდება, ასევე წესდება ნომრის მომსახურების საფასური რაც „ჯეოსელის“ შემთხვევაში ყოველთვიურად 20 თეთრს გულისხმობს, „მაგთის“ აბონენტებისთვის კი - 180 დღის განმავლობაში 1 ლარი.

 

ახალ სატარიფო პოლიტიკას უკვე პროტესტი მოჰყვა სოციალურ ქსელში. კომპანიები ამ გაძვირებას გაუმჯობესებული ხარისხით ხსნიან.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner