იტალიაში საქართველოს მოქალაქე ლელა ჭ. გარდაიცვალა.
ინფორმაციას „ქართველი ემიგრანტების“ ადმინისტრატორი შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
სიხარულიძის ინფორმაციით, ლელა ჭ-ს ქალაქ პრატოში ინფარქტი დაემართა.
„ქალი მისმა პატრონებმა სამსახურში დილით გარდაცვლილი იპოვეს თავის საწოლში, ინფარქტი მოსვლია. მას მეუღლე და ერთი შვილი დარჩა“,-წერს სიხარულიძე.