logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ აფხაზეთში სამი რუსი სამხედრო დაიღუპა
- +

21 იანვარი. 2019. 14:22

 

 

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის კუთვნილი ჯავშანტრანსპორტიორი ხრამში გადავარდა.

 

სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად სამი სამხედრო ადგილზე დაიღუპა, ორი დაშავდა.

ინციდენტი 18 იანვარს მოხდა, თუმცა, ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გასაჯაროვდა.

 

დაშავებულები სასწრაფოდ სამხედრო ჰოსპიტალში იქნენ გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ზუსტდება.

სამხრეთის სამხედრო ოლქის კომისია მომხდარის რამდენიმე ვერსიას განიხილავს.

პირველი, ჯავშანტრანსპორტიორის ტექნიკური გაუმართაობა, მეორე - მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner