logo_geo
eng_logo
თემურ ქორიძე: მათ უმძიმესი და უპატიებელი დანაშაულები აქვთ ჩადენილი!
- +

23 მაისი. 2016. 11:39


 

 „2004 წლიდან მოყოლებული ასჯერ მაინც დავწერე, რომ აუცილებლად დადგებოდა ნაცმოძრაობასთან ფიზიკური ანგარიშსწორების დრო",- თემურ ქორიძე კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანთან განვითარებულ მოვლენებს მიღმა უფრო დიდ საშიშროებას ხედავს და ამის შესახებ წერს: 

 

„მათ უმძიმესი და უპატიებელი დანაშაულები აქვთ ჩადენილი. ხელისუფლებას რაღაც უაზრო კოჰაბიტაციაზე კი არა, ამ დანაშაულების გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯაზე რომ ეფიქრა, ახლა ასეთი ამბები არ დატრიალდებოდა.

 

დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში შეიქმნება (თუ უკვე შექმნილი არ არის!) კარგად ორგანიზებული ჯგუფები (ბანდები), რომლებიც ნაცმოძრაობის ლიდერებსა და შემსრულებლებზე ნამდვილ ნადირობას დაიწყებენ აქაც და უცხოეთშიც. საბოლოოდ, ყველაფერი ხელისუფლებას დაბრალდება, მაგრამ ეს ვერაფერი შეღავათია. რაც მთავარია, ამ სტიქიურ ანგარიშსწორებას ბევრი უდანაშაულო ადამიანი შეიძლება შეეწიროს",- აღნიშნავს ქორიძე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner