logo_geo
eng_logo
ჯამბულ გამცემლიძე: დავით კოღუაშვილის ადგილი „ქართულ ოცნებაში“ არ არის!
- +

23 მაისი. 2016. 11:40



მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე სოციალური ქსელის მეშვეობით საქართველოს პრემიერ-მინსიტრს მიმართავს და სთხოვს, რომ დავით კოღუაშვილს „ქართული ოცნება" დაატოვებინოს.


„ბატონო პრემიერო....!

 

გულისყურით მოვისმინე და შავით თეთრზე დაწერილი ვნახე თქვენი კომენტარი დავით კოღუაშვილის ,,რეკორდულ მიღწევებზე". რეაგირება თქვენი მხრიდან დროული და ადეკვატურია და მადლობა ამისათვის. თუ თქვენ მას არ გაემიჯნებით, მაშინ ისმის კითხვა, რა შეღავათია ჩემთვის მის „რეკორდებზე" საუბარი.

 

გთხოვთ, მიუხედავად იმისა, რომ ის თქვენი მეგობარი ყოფილა, სასწრაფოდ დაატოვებინოთ მისთვის შეუფერებელი ადგილი „ქართულ ოცნებაში", რადგან მან შეურაცხყო ჩემი და სააკაშვილის რეჟიმის მიერ ქუჩაში დახვრეტილი ყველა შვილმოკლული მშობლის ღირსება. ზიანი მიაყენა იმ პარტიის რეიტინგს, რომლის დამფუძნებელი მეც გახლავარ. ვფიქრობ, მისი ადგილი „ქართულ ოცნებაში" არ არის", - წერს გამცემლიძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner