ქუთაისში H1N1 ვირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალნამშობიარები ქალია.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ეს „ღორის გრიპით“ გარდაცვალების მე-19 დადასტურებული ფაქტია.