ქაშვეთის ტაძარში, სადაც დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპულები არიან დასვენებული პანაშვიდი აღევლინა. ქაშვეთში სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, მოსაყდრე მეუფე შიო, ასევე თბილისის მერი კახი კალაძე.
„დღეს მთელი საქართველო გლოვობს. შვილებს ზეციურ საქართველოში აცილებს. ჩემი თხოვნაა მთელმა საქართველომ ლოცვებში მოიხსენიოს მათი სულები”, – ბრძანა პატრიარქმა.
შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი.