logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: იური ვაზაგაშვილმა ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი, სწორედ ამიტომ გამოასალმეს სიცოცხლეს!
- +

21 იანვარი. 2019. 20:37

 

 

 

მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებიდან 4 წლის თავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს.

 

„დღეს, გაუგონარი სისასტიკით, შვილის საფლავზე გამოასალმეს სიცოცხლეს ნაც.ზონდერებმა, იური ვაზაგაშვილი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა და დიდი წვლილი მიუძღვის სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებაში. ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი და სწორედ ამიტომ გაისტუმრეს კრიმინალებმა. მოუშუშებელი ტკივილია იური, არა მარტო მისი ოჯახისთვის, არამედ ჩვენთვისაც, თანამებრძოლებისთვისაც. დღეს, ძალიან გვაკლია იური, ბევრად მეტს შევძლებდით ჩვენს გვერდით რომ ყოფილიყო. ნათელი დაადგეს მის ვაჟკაც სულს და არ დავიწყება მის სახელს“, - წერს მეტრეველი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner