logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: რას ვიფიქრებდი, მე რომ მისამძიმრებდი, მალე ასეთი უბედურება მოხდებოდა...
- +

21 იანვარი. 2019. 20:58

 

 

ჟურნალისტი და ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჯაკო... როგორ დაუჯერებელია. წლების მანძილზე შენი რესპონდენტიც ხშირად ვყოფილვარ, თანამშრომლებიც ვიყავით, გვერდიგვერდ ვიჯექით რამდენი ხანი, ვამხანაგობდით, ვმეგობრობდით. რამდენს მამხნევებდი ხოლმე სამსახურში. როგორ ვმხიარულობდით ოთახში. როგორ წინ გქონდა ყველაფერი. ბოლოს მამაჩემის სამძიმარზე მოხვედი, გეჩქარებოდა ეთერი გქონდა და მაინც არ დაიზარე მოსვლა ჩემი დარდის გასაზიარებლად. რას ვიფიქრებდი, მე რომ მისამძიმრებდი, მალე ასეთი უბედურება მოხდებოდა. ვაჰ... რა ვთქვა, როგორი მძიმე ამბავია“ , - წერს გამზარდია.

 

ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად თრომბი სახელდება. ლევან ჩხაიძე უცხოეთში მეგობრებთან ერთად იყო წასული.

 

ლევან ჩხაიძე ბოლოს ტელეკომპანია „TV პირველის“ წამყვანი იყო, მანამდე კი სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა. იგი ასევე მუშაობდა "რეპორტიორში", საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner