საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ვუსამძიმრებ ოჯახს, მის მეგობრებს და სრულიად მედიას. არაერთი ჩართვა მქონდა ლევანთან „tvპირველის“ ეთერში... სამწუხაროდ დარჩა მხოლოდ მოგონებები!“ - წერს მათიკაშვილი.
ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად თრომბი სახელდება. ლევან ჩხაიძე უცხოეთში მეგობრებთან ერთად იყო წასული.
ლევან ჩხაიძე ბოლოს ტელეკომპანია „TV პირველის“ წამყვანი იყო, მანამდე კი სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა. იგი ასევე მუშაობდა "რეპორტიორში", საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად.