„ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ჩვენი მეგობარი ლევანი გარდაიცვალა უსაყვარლესი და უკეთილესი ადამიანი კარგი ჟურნალისტი, ბევრჯერ ვყოფილვარ ლევანთან (ჯაკოსთან) გადაცემაში ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი მშვიდობის მყოფელი ბუნებით ბოლო გადაცემის დროს აშკარად დიდი ძალისხმევა გამოიჩინა რომ ვინმე ქიქავა პირდაპირ ეთერშივე არ მეცემა თან მითხრა რომ ახალი ნაოპერაციები იყო და რომ ისე მეჭიდავებოდა ლამის ჭრილობები გაეხსნა... ეხ ლევან როგორ მოგვიკალი გული ყველას შენს ოჯახს, შენს „tvპირველს“, ჩვენ, შენს მეგობრებს და სრულიად საქართველოს! ღმერთმა ნათელი დაგიმკვიდროს! ხვალ ჩინეთ -საქართველოს კონფერენციასაც სამწუხაროდ უშენოდ ჩავატარებთ, არადა როგორ მოგეწონა ჩინეთი როგორი კმაყოფილი იყავი და რამდენჯერ მითხარი მადლობა! ეჰ ლევან, ლევან როგორ მიგვატოვე ბიჭო!“ - წერს გულიაშვილი.
ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად თრომბი სახელდება. ლევან ჩხაიძე უცხოეთში მეგობრებთან ერთად იყო წასული.
ლევან ჩხაიძე ბოლოს ტელეკომპანია „TV პირველის“ წამყვანი იყო, მანამდე კი სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა. იგი ასევე მუშაობდა "რეპორტიორში", საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად.